Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ, “ნაცურ” ნარატივში ჯდება საქართველოს პრეზიდენტი – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 21/05/2023
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ემთხვევა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამავდროულად არასწორ განცხადებებს ავრცელებს. მისივე განმარტებით, ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი საკითხებით არ არის დაკავებული.

„გუშინ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან, ხაზს ვუსვამ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ამას და მეორეს მხრივ, აირზენას გამოუცხადა ბოიკოტი. რეალურად, ამის პარალელურად ხდება ის, რაც წეღან თქვენმა კოლეგამ მკითხა, გატესტვები მიდის ქართველი ხალხის ემოციების, დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს იმის შესახებ, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

ასეთი, გლობალური ბინძური გეგმების ფონზე, ქორწილის მეორე დღე გადაიდოო, აი ამ ნაცურ ნარატივში ჯდება სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად, არასწორს. მისი გაკეთებული განცხადება შეიცავს ტყუილ ინფორმაციას იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა. შ.

ასეთი საკითხებით გომელაური და შსს დაკავებული არ არის. მისი საქმეა საზოგადოების, მართლწესრიგის, უსაფრთხოების დაცვა და არა ქორწილების გადადება და გადმოდება. ასეთი რაღაც არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა და ასეთ რაღაცას შსს და მისი ხელმძღვანელი ან რომელი წარმომადგენელი ვერ იტყოდა. ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით ასეთი გლობალური მავნებლური გეგმების შემოპარება მიდის, და ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ემოციებით ცდილობენ ასეთი თემების ერთმანეთში ჩახლართვას, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, და შემდეგ გადაფარვას და მავნებლობებს.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

Post navigation

Previous: კახა კალაძე – პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, რათა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველა ინფორმაცია
Next: 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დროს ერთმანეთთან შეთანხმდნენ უსუფაშვილი და “ნაცები” და დუმის 3 ოდიოზური დეპუტატი, რომელთაც ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.