Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რას ფიქრობდა მიშკა მშვილდაძე რუსეთთან ურთიერთობებზე? (ვიდეო)

მარშალ პრესი 21/05/2023
მიშა მშვილდაძე

„ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, მეტს, ვიდრე დღეს შოულობს, ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსიაც და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ რაღაც ახალი ინიციატივაა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, გასაგებია, მისაღებია ჩემთვის – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტი, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი მიშკა მშვილდაძე 2011 წელს აცხადებდა.

https://youtu.be/SzaFyQkCdcw

მაშინ მშვილდაძე მიიჩნევდა, რომ ყველა ასეთი მოქმედებების უკან გარკვეულ ჯანსაღ ეკონომიკურ იტერესს ხედავს და როდესაც გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან, მისთვის გასაგები და მისაღებია.

მისივე თქმით, „ყველაფრის ექსპორტი, მათ შორის კულტურისაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება“.

„საერთოდ, ყველა ასეთი მოქმედებების უკან მე მიყვარს ხოლმე დავინახო გარკვეული ჯანსაღი ეკონომიკური იტერესი. ეს არის ხოლმე კარგი. ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, რუსეთის ბაზარზე, თუ ამას ეს მოყვება, მეტს, ვიდრე დღეს შოულობს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსიაც და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ რაღაც ახალი ინიციატივაა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, გასაგებია, მისაღებია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მიმდინარე ეტაპზე, დღეს მაგალითად გააჩნიათ არარეალიზებული კომერციული ღირებულება რუსულ ბაზარზე, დავუშვათ იგივე ღვინოს, რაღაც ცნობადობა არსებობს და ეს ფული წამოსაღებია ქვეყანაში, მესმის, ეს არის ძალიან პატრიოტული მიდგომა. ექსპორტი ყველაფრის, მათ შორის კულტურისაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – აცხადებდა მიშა მშვილდაძე.

Post navigation

Previous: ლენა თავისუფალია
Next: კახა კალაძე – პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, რათა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველა ინფორმაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.