IMG.GE IMG.GE

დღეისათვის საქართველოს სკოლების უმეტესობა უსაფრთხოა იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა განაგრძონ სწავლა უკვე საკლასო ოთახებში,  – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის”  ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს მთავარი მოტივაცია, დღეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოდ დაბრუნებაა.

„ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია დავასტაბილუროთ მდგომარეობა აჭარაში. უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობის ერთობლივი მხარდაჭერითა და მათი ჩართულობით, ჩვენი ეპიდემიოლოგები შეძლებენ წარმოქმნილი ეპიდსტუაციის დაძლევას და შესაბამისად, პირველ ოქტომბერს, დიდ ქალაქებშიც შეძლებენ ჩვენი მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენმა ბავშვებმა გააგრძელონ უსაფრთხოდ სწავლა მათთვის ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება