Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის 14 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება

მარშალ პრესი 21/04/2022
5005

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის: ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, დედოფლისწყაროს მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებლობის პროგრესი შეაფასა. აკაკი მშვიდობაძე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და ადგილობრივებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა. „წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ დედოფლისწყაროსა და 14 სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემების მშენებლობა. პროექტების ჯამური ღირებულება 58 მილიონი ლარია. სამუშაოები ეტაპობრივად 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შედეგად 21 000 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა, რომ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლოს.“ – განაცხადა აკაკი მშვიდობაძემ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი, ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

Post navigation

Previous: მადლობას ვუხდით პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის
Next: მიხეილ სააკაშვილი მარიუპოლივით სამშრიან ალყაში ზის – მაია ლომიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.