Skip to content
19/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ახალგაზრდებს – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 21/05/2023
დავით ქართველიშვილი

„აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“, სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“,– ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აგენტოკრატებს ახალი დავალება მისცეს, რომ ამ ლოზუნგებით კვლავ მოხდეს ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა და არეულობის მოწყობა.

„აი ისიც! როგორი პროგნოზირებადები ხართ. ოღონდ ამავდროულად ლაჩრები – გადამთიელის პირით ახმოვანებთ, თქვენ ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ხართ. თუმცა, აგენტოკრატების თქვენზე მიცემული ეს დავალება უმარტივესად იკითხება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – „რუსული პროექტია“. აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“.

სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“. ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ეს ძირძველი რეგიონები არც ახსოვთ: „სოხუმი და ცხინვალი არის ბალასტი, რომელიც მოსაცილებელია, თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა. სოხუმი და ცხინვალი – არის კრემლის პროექტი, რათა დააშორონ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას! არა – სოხუმსა და ცხინვალს!“ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ამ ლოზუნგით ქართველ ბავშვებს კვლავ გამოიყვანენ რუსთაველზე. როდესაც სამიოდე წლის წინ აფხაზეთის ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ 2-საათიან ინტერვიუში დავით ბერძენიშვილი დაწვრილებით ხსნიდა, თუ რატომ არაა აფხაზეთი საქართველოს ნაწილი – ის ამ დღეს გვიახლოვდება თურმე. და როდესაც დღეს ამ მორიგმა უჯიშო არა-ადამი-ანმა ამ ბრენდის გავრცელება უკვე დაიწყო, ესე იგი რეალობასთან ახლოსაა ჩვენი 30-წლიანი მოლოდინი. საკითხავია კი ერთია როგორც ყოველთვის: რა გზას ავირჩევთ – ბარაბა თუ იესო?“-წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენ ვიცით, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს. ის არის ნაცმოძრაობის და ფსევდოლიბერალების ერთერთ გამორჩეული „პროპაგანდისტი“
Next: ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს – ანდრია გვიდიანი ფადი ასლიზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.