IMG.GE IMG.GE

ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის გადასახადი წლის ბოლომდე გაუქმდა. ინიციატივის მიზანი შიდა ტურიზმის წახალისებაა. აქამდე პარკის სტუმრებისთვის გადასახადი 2 ლარს შეადგენდა, ადგილობრივებისთვის კი უფასო იყო.

ბორჯომის პარკი ვიზიტორებს, დასვენებისა და განტვირთვის გარდა, ბუნებრივი მინერალური წყლისა და უნიკალური ლანდშაფტის გამო ოთხივე სეზონზე იზიდავს. დამსვენებელთა განწყობით სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე დაინტერესდა და საქართველოს მოქალაქეებს ბორჯომში დასვენებისკენ მოუწოდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება