Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

მარშალ პრესი 20/05/2023
343770311_194595436864418_3457229373205308155_n

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ულეველა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების დეპარტამენტის უფროსთან კონსტანტინე ხუცაიძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად დაესწრო.

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც წელიწადში დაახლოებით 45 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნული საწარმოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლისთვის, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად ხელს შეუშლის მიგრაციის პროცესებს. საწყის ეტაპზე პროდუქციის რეალიზება მოხდება ადგილობრივ ბაზარზე. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, თუ როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ეს საწარმო შეიქმნა სახელმწიფოს სრული მხარდაჭერით. დანადგარები გადაეცა კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან. გასაგებია ხოშტარიას დამატებითი მოტივაცია
Next: პოპოვის “ხაზეინი” ვაშაძე ამბობს, რომ შეეწირება რუსეთთან ბრძოლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.