Skip to content
19/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა

მარშალ პრესი 20/05/2023
ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ეხმიანება. კერძოდ, დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი. შაქარიშვილის თქმით, ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. აქვე, გაიხსენა გიორგი გაბუნიას მიერ რ2-ის ეთერში ნაჩვენები “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში. მისივე თქმით, უდიდესი ფული იხარჯება, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ზელენსკიმ რომის პაპს საჩუქრად გადასცა უკრაინელი “არტისტის” ოლექსი რევიკას ნამუშევრები – დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი… ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. გახსოვთ ალბათ, გიორგი გაბუნიამ რ2-ის ეთერში რომ აჩვენა “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში… მადლობა ღმერთს, საქართველოში ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში რომ დაწყებული საქმე სისრულეში მოეყვანათ, ეკლესია გაეხლიჩათ და ქართველ ხალხში რწმენა გაეტეხათ. დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ მთავარი ავიწყდებათ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც – “ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: „ყვარლის ტბასთან“ მომხდარ აქციაზე-ის მაინც გაგერკვიათ, რა პოზიცია აქვს ადამიანს, სანამ მიუვარდებოდით და სამარცხვინო წიოკს მოაწყობდით სასტუმროსთან
Next: საინტერესოა რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.