Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

გოგი გიორგობიანის ისტორიული ფოტო-მატიანე მაღაზიათა ქსელშია

მარშალ პრესი 20/05/2023
011

„ბიბლუსისა“ და „პლანეტის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში გასაყიდად შევიდა უნიკალური წიგნი. უნიკალური თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და კადრებით.

ამ წიგნში დამსახურებული და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი კაცის ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრებაა ასახული.

გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს ორიათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.

ამ წიგნში საქართველოს ფოტო-ისტორიაა!

სხვათაშორის, ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ დმანისში აღმოჩენილი, 1800000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრების ავტორი სწორედ გოგი გიორგობიანია.

მეტიც: ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის კადრების ერთადერთი ავტორი და ფოტო-მემატიანე სწორედ ბატონი გოგია.

ქართული კულტურის წინაშე მის ღვაწლზე სათქმელიც ბევრია და დასაწერიც. იგი ქართული ძეგლების დოკუმენტალისტია, რომელმაც შექმნა ეპოქა! წიგნი უნიკალურია მასში გამოქვეყნებული ისტორიული კადრებითა და ფოტოებით.

Post navigation

Previous: ამ ცხოვრებაში არაფერიც რომ არ გამეკეთებინა, „ხალხის ძალის“ შექმნითა და ჩვენი მოქმედებებით რომ საქართველოს ომი ავაცილეთ, მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება
Next: ხალხი ასე ადვილად იმიტომ კი არ წამოეგო ოპოზიციის ტყუილებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის შესახებ, რომ ოპოზიციის სჯერათ, უბრალოდ მათზე „დაუძინებელი მეგობრების“ სიტყვების გავლენამ იმოქმედა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.