Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები

მარშალ პრესი 19/05/2023
ირაკლი კობახიძე

„ერთი რამ იყო ძალიან მძიმე რაც მოვისმინე, მათ შორის, თქვენი პარტიის ლიდერის მხრიდან და აქაც გაისმა ასეთი განცხადებები, თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა დაკარგა რეპუტაცია“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კობახიძის თქმით, „კეზერაშვილი, რომელიც ჯერ ძარცვავდა საქართველოში ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარი გაძარცვა, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ქართველი ხალხი რა შუაშია.

ეს არის ძალიან მძიმე განცხადებები და იმედია მომავალში ამას აღარ გაიმეორებთ, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები“.

ირაკლი კობახიძემ ასევე მიხეილ დაუშვილს შეახსენა, რომ სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრების საქმე დაიწყო 2018 წელს, შესაბამისად, უნდა სცოდნოდა თუ არა მათი პარტიის ლიდერს დანაშაულის ჩადენის შესახებ. „თქვენი მთავარი არგუმენტი რატომაც იქმნებოდა ეს კომისია იყო ის, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი.

მე მინდა გითხრათ იმ გამოძიების მონაცემები, რომელიც წარმოებს ევროპელ კოლეგებთან ერთად. გამოძიების თანახმად სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს. მე შეგახსენებთ რომ თქვენი პარტიის ლიდერი მაშინ იყო შსს მინისტრი, მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ანუ, დანაშაულის ჩადენა გრძელდებოდა 2018-2020 წლებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო შსს მინისტრი, უშუალოდ პასუხისმგებელი მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. გამოდის რომ თქვენი პარტიის ლიდერსაც უნდა სცოდნოდა ეს დანაშაული თუ როგორ არის ეს ყველაფერი?! შეგახსენებთ, რომ მთავარი არგუმენტი ეს იყო. გამოდის, თქვენმა ლიდერმაც იცოდა ამ დანაშაულის თაობაზე, თუმცა, ხელს აფარებდა ან დუმდა ამასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გამაღიზიანებელია „მაკდონალდსების“ და მსგავსი ბიზნესების სოციალური რეკლამები, რომლებიც მიზეზები არიან, იმის თუ რატომ არის სიღარიბე
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია 19-21 მაისს, ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-14 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე – ”EBIT 2023” -ში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.