IMG.GE IMG.GE

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახადაც წლის ბოლომდე აშშ-ში რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეიალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრობა გაიზარდა. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ შეზღუდვით ამერიკელებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება