Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივის პირველ კვარტალში გამწვანების აქცია გაიმართა

მარშალ პრესი 19/05/2023
347566611_1832337333835351_5234436031843334258_n
დიღმის მასივის პირველ კვარტალში გამწვანების აქცია გაიმართა. დიდუბის რაიონის გამგეობამ, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეში სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დარგო.
ღონისძიების ფარგლებში დაირგა როგორც ფოთლოვანი, ასევე, წიწვოვანი ხეები: ვერცხლისფერი ნაძვი, ფიჭვი, კიპარისი არიზონიკა, მინდვრის ნეკერჩხალი, წითელი ტყემალი, ხეტიტა. აღნიშნულ სივრცეში ასევე დაირგა ბუჩქები: სამი სახეობის ჭანჭყატი, ფოტინია, წყავი, გართხმული ღვია, მარადმწვანე სურო, კომპაქტური ტუია, როზმარინი, ნანდინა და ხეივნის ვარდი.
აღნიშნული ხეებისა და ბუჩქების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საქართველოს ნერგები“ ახორციელებს. სამუშაოები 240 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგეობა საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ჯამში, 215 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარისა და 2770 ძირი ბუჩქის დარგვას გეგმავს.

Post navigation

Previous: არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით, როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ, ამაზე იფიქრეთ
Next: როდის აქეთ შეტკივა გული “მაკდონალდსს” ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.