Skip to content
03/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ბეჟაშვილისგან გავიგეთ, რომ თურმე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა განიხილება

მარშალ პრესი 19/05/2023
გია ცაგარეიშვილი

ჩაშვება, დასმენა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, ამით იყვნენ მთელი ცხოვრება დაკავებულები და ახლაც იგივე გრძელდება – „კუზიანს სამარე გაასწორებსო“ ასეა ნათქვამი და გამორიცხულია ამ ადამიანებისგან რამე გამოდნეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„დღეს ბეჟაშვილისგან გავიგეთ, რომ თურმე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა განიხილება შემდეგ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელს იხდის და ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის და მაინც უნდათ წინ ჩაიყენონ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეთ ადეიშვილის იდეოლოგიით, კეზერაშვილის ფინანსური საშუალებებით, მერაბიშვილის მუშტით?! 2012 წელს, სადაც დასრულდა მათი ზეობის ხანა და ბიძინა ივანიშვილმა კოალიციასთან ერთად დაუსვა წერტილი ამ ადამიანების დაუნდობელ თარეშს ამ ქვეყანაში, იქ ჩარჩნენ“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: მიხვდნენ რომ დაენძრათ და მიშას თხოვენ პოლიტიკაში დაბრუნდიო – ელისო კილაძე ნაც.მოძრაობაზე
Next: პრემიერი სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – ესაა კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.