Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და სიტუაციას ადეკვატურად ვერ პასუხობს

მარშალ პრესი 18/05/2023
ეკა სეფაშვილი

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და სიტუაციას ადეკვატურად ვერ პასუხობს“ – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩისგან არც ისე პროფესიონალური და არადიპლომატიური განცხადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

„იგივე, ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა 50 არასრულწლოვანისთვის ვიზების გაცემას, კელი დეგნანი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, მაშინ, როდესაც, უფრო კომპეტენტური პასუხის გაცემა შეეძლო.

სულ მცირე, ის მაინც შეეძლო ეთქვა, რომ ამ საკითხს მოიძიებდა და შეისწავლიდა. მაგრამ, მსგავსი ტიპის განცხადებებს კელი დეგნანისგან ხშირად ვისმენთ. მაგალითად, მაშინ, როდესაც გვაფრთხილებს, რომ საქართველომ სანქციები არ დაარღვიოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, რაზეც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფრენები მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავებითა და კომპანიებით შესრულდება. იგივე, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოხსნა საქართველოსთან, კელი დეგნანი გამოვიდა და დაგვმოძღვრა, რომ თურმე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია უნდა იყოს.

მის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ნომერ პირველი ამოცანაა, მაგრამ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობიანი, ნდობის პოლიტიკის განხორციელებით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. თუ რამე შეუძლია აშშ-ს, დაგვეხმაროს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. ან იგივე, როდესაც „გვასწავლის“, რომ ეს ფრენები ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით უნდა შესრულდესო – ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით? ასე რომ, ცოტა არ იყოს, მთლად პროფესიონალური და დიპლომატიური პასუხები არ ისმის ხოლმე კელი დეგნანისგან და ამას ყველა შეჩვეულები ვართ.“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: აუდიტის სკანდალური დასკვნა – როგორ იხარჯებოდა ფული საავტორო უფლებათა ასოციაციაში
Next: ამერიკას არ გამოუვიდა ის პროექტი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფერადი რევოლუციის სახით შესთავაზა ჩვენს ქვეყანას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025