IMG.GE IMG.GE

სამხრეთ კორეის ბუსანის პორტში შესულ რუსულ გემზე ეკიპაჟის 16 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქ ბუსანის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემი, რომელზეც სულ 21 მეზღვაური იმყოფებოდა, ქალაქ ვლადივასტოკიდან გამოვიდა და ბუსანის პორტში ორი დღის წინ შევიდა.

როგორც წყარომ CNN-ს განუცხადა, დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც მეზღვაურებთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინშია გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება