Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ჩოხატაურში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

მარშალ პრესი 18/05/2023
003

ჩოხატაურში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების წამყვანმა სპეციალისტებმა,18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს კონსულტაცია გაუწიეს თერაპიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა რამდენიმე პროფილის მიმართულებით. სამედიცინო აქცია თამარ გორდელაძის ინიციატივით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის, ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში აქციის ფარგლებში 500 – მდე პირმა ისარგებლა. ექიმებსა და ორგანიზატორებს მადლობის სიგელებიც გადაეცათ. ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.

Post navigation

Previous: ნულოვანი შანსია ამ ოპოზიციამ 2024-ში “ქართულ ოცნებას’ მოუგოს – ელისო კილაძე
Next: დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ აი ასე დავესაჯეთ – ლაშა ბასლანძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.