Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შემთხვევითი არ არის ის, რომ ოპოზიციის რეიტინგი ზემოთ არ ადის – გელა ნიკოლაიშვილი

მარშალ პრესი 18/05/2023
გელა ნიკოლაიშვილი

ოპოზიცია ყოველთვის აგებს იმით, რომ ისეთ პირობებს აძლევს საზოგადოებას, ყოველ ჯერზე, როდესაც ვერ ასრულებს, მათი ლუსტრაცია ხდება. შემთხვევით არ არის ის, რომ მათი რეიტინგი ზემოთ არ ადის, – ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის ხალხიც, რომლებიც „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოები არიან, ვერ ხედავენ ალტერნატივას. მათ [ოპოზიციას] ჰგონიათ რატომღაც, რომ ხელისუფლებას ეკისრება მხოლოდ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რეალურად, თუნდაც ამ 12 რეკომენდაციაში ბევრი არის რამ ისეთი ჩადებული, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას. მათ გაცილებით უფრო მეტი უნდა იფიქრონ მომავალ შედეგებზე, იმაზე, რატომ ხდება ის, რომ მათი პოზიციები არ ძლიერდება.

ამჯერად მათი მხრიდან სათადარიგო ლოზუნგი წამოვიდა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. შეიძლება გვარამია ჟურნალისტი არ არის, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის მედიამენეჯერის სტატუსი [აქვს] თან მუხლი აქვს ისეთი – არაძალადობრივი და ამიტომ, აქ უფრო მეტი საშუალება აქვთ, მეტი ხელმოსაკიდია, რომ წინა პლანზე წამოწიონ. ამიტომ სააკაშვილის თემამ რომ არ იმუშავა, წამოწიეს გვარამიას საკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

Post navigation

Previous: „პატივს სცემენ მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს პიროვნული იდენტობა და იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ეროვნული იდენტობა. სწორედ ასეთია დღევანდელი ხელისუფლება და საქართველო“
Next: ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მუწუკი – ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.