Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის, რაც ახლა დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 17/05/2023
შალვა პაპუაშვილი

ის, რაც ახლა დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზჯ დატოვა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ხდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა.

„ეს არის სახე იმ უპატივცემულობისა, რომელიც გამოიჩინა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისუფალი მანდატის მიმართ და პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ ხდება ჩაშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა. პირდაპირ სახელებით, გვარებით, სახეებით დავინახეთ ადამიანები, რომლებიც შეეცადნენ, რომ საბოტაჟი მოეწყოთ. ამიტომ ტექნიკური შესვენება იქნება და მე ოპოზიციას მოვუწოდებ, დაფიქრდეს, რას აკეთებენ. ტექნიკურ შესვენებას მოგცემთ იმისთვის, რომ დაფიქრდეთ. სამი კანდიდატი არჩეული არის, ორი ვაკანსია არის კიდევ დარჩენილი და ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც თქვენი მანდატი ითვალისწინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ქარელში მომხდარი ავარიის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა
Next: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.