Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 17/05/2023
ირაკლი კობახიძე

ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ.

მისი თქმით, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი.

„ერთი – ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე – ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ როგორც ჩანს, არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს ერთი – 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და მეორე – როგორ ესმით კონსტიტუციით დადგენილი, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი. თავის სახე აჩვენეს ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს იმისათვის, რომ შემდეგ მოხერხდეს კენჭისყრის გაგრძელება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში
Next: ქარელში მომხდარი ავარიის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025