IMG.GE IMG.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეიბის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„ხატია წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. როგორც რან გიდორმა განაცხადა, საქართველო ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა მინისტრის მოადგილეს, აგრარული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და გაზიარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ონლაინ ტრენინგის ორგანიზება შესთავაზა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსა (MASHAV) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, წილკნის ბაზაზე, ისრაელის გამოცდილების გაზიარებით, სასათბურე მეურნეობასა და ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა, სოფლის მეურნეობის საკვლევ-სადემონსტრაციო სივრცეს წარმოადგენს. წილკნის ბაზაზე განთავსებულ ბიონაკვეთებში, საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულ-ბაღჩეულისა და სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშის წარმოება/გამოცდა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება