Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკელების დაკომპლექტებულ ნაქებ უკრაინულ სასამართლო სისტემაში უკვე ამ ეტაპზე გამოვლინდა 19 (!) მსუყე, კორუმპირებული მოსამართლე

მარშალ პრესი 16/05/2023
დავი ქართველიშვილი

“არაოფიციალური ცნობებით, მოსამართლეს ქრთამი გადაუახადა ოლიგარქმა კ. ჟევაგომ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება ბანკის “ფინანსები და კრედიტი” გაკოტრების საქმეზე. ამჟამად კ. ჟევაგო იმყოფება საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უკრაინულ მხარეს უარი უთხრა ექსტრადიზიციაზე”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკრაინაში კიდევ 18 მოსამართლის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ზუსტად 5 წუთში კიევში დაგეგმილია НАБУ-ს ბრიფინგი მოსამართლეთა საქმეზე. რომ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეხება: წუხელ, გვიან საღამოს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დიდი ოდენობით (3 მლნ აშშ დოლარი) ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვ. კნიაზევი. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 18 (!) მოსამართლის წინააღმდეგ.

არაოფიციალური ცნობებით, მოსამართლეს ქრთამი გადაუახადა ოლიგარქმა კ. ჟევაგომ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება ბანკის “ფინანსები და კრედიტი” გაკოტრების საქმეზე. ამჟამად კ. ჟევაგო იმყოფება საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უკრაინულ მხარეს უარი უთხრა ექსტრადიზიციაზე. დასკვნები: 2021 წლის სექტემბერში მიღებული კანონის მიუხედავად, უკრაინაში ჯერ კიდევ არ შექმნილა ოლიგარქების რეესტრი და ისინი შეხმატკბილებულად თანაცხოვრობენ სასამართლო სისტემასთან ამერიკელების დაკომპლექტებულ ნაქებ სისტემაში უკვე ამ ეტაპზე გამოვლინდა 19 (!) მსუყე, კორუმპირებული მოსამართლე ახლა კი დაველოდოთ ბრიფინგს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა
Next: ურთიერთობა ჩვენს კეთილისმყოფელ ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა გავააქტიუროთ, ოღონდ არავასალური ფორმით, თანაბარ პირობებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.