Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. ოპოზიციის მთავარი მიზანია, პოლიტიკური სკანდალების შექმნა

მარშალ პრესი 15/05/2023
შალვა პაპუაშვილი

“საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით,”– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება.

,,მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მათ შესასრულებლად და უმეტესი სამუშაოებისა სწორედ უმრავლესობამ გასწია. ამ ფონზე, ოპოზიციას ან ბოიკოტი აქვს, ან არაფერი მნიშვნელოვანი წვლილი არ შექონდა ამ პროცესში. მოვუწოდებ მათ, რომ შეეშვან პოლიტიკურ აბსურდის თეატრს და ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
Next: თუ კელი დეგნანისთვის წყალგამყოფი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, გამოდის, რომ ან 2008 წლის აგვისტოს ომს პირადად სააკაშვილს აბრალებს, ან იმდენად ფეხზე ჰკიდია საქართველო, რომ არც ომი ახსოვს და არც წარსული ისტორია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.