IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

 „ამერიკელმა კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესის მიმართ და საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მოულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ყველას ჩართულობით, მეორე და მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული“, – აღნიშნა საუბრის კომენტირებისას კახა კუჭავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება