Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

კლიმატის ცვლილების კანონის, „მწვანე წიგნის“ შესახებ, საჯარო კონსულტაციები გრძელდება

მარშალ პრესი 13/05/2023
345037929_195351090040292_1191649588101202516_n

კლიმატის ცვლილების კანონის, „მწვანე წიგნის“ შესახებ, საჯარო კონსულტაციები გრძელდება.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე ესწრებოდა.  შეხვედრა ქ.ქუთაისში ჩატარდა.
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს მოიცავს.

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის„მწვანე წიგნი“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.

კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ შეიქმნება, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.

შეხვედრას მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: აჭარამ ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას და საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
Next: საოცარი იქნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, თუნდაც ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.