Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

“საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 20/04/2022
Capture

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი
თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში სტრატეგიული
კომუნიკაციების როლს, ჰიბრიდულ ომსა და მასთან გამკლავების მექანიზმებს შეეხებოდა. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. ის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესებში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.

ამასთან, შეხვედრა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

Post navigation

Previous: არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
Next: კომპანია Rothschild & Co-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.