Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 15/05/2023
347081164_1263732271204067_1651299783927601493_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: კრემლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იწყებს?! დასავლეთი კი სანქციებით გვემუქრება – ლევან მამალაძე
Next: დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად, გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი, დანიშნოს პირდაპირი ავიამიმოსვლა და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025