• დღეს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის საქმიანობის მხარდაჭერის სამწლიან საგრანტო ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) დირექტორმა, ტობიას მიუნხმაიერმა და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორმა, ლადო კახოიძემ.
• „კავკასიის ბუნების ფონდი“ (CNF), 2007 წელს გერმანიის კანონმდებლობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 2009 წლიდან ეხმარება, იწყებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის – ა(ა)იპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გაძლიერებისა და საქმიანობის მხარდაჭერის პროექტს. საგრანტო პროგრამა ხორციელდება გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებული ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით (BMZ) გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შუამდგომლობით.
• აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფონდი იღებს ვალდებულებას გამოყოს გრანტი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის 2022 – 2024 წწ მიმდინარე ხარჯებისა და საოპერაციო გეგმის თანადაფინანსების მიზნით 200 000 ევროს ოდენობით.
ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან, რაც ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ...