ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ჯორჯიან ეარვეისს” მიმართავს და ეხმიანება და ავიაკომპანიის პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილის ინფორმაციას ეხმიანება.
“აბა, გაბედეთ და დაიწყეთ! ნუ ძალადობთ ჩვენ ნერვებზე, თავმოყვარეობაზე და მომავალზე”- წერს ლომჯარია.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირიდან რუსული ავიაკომპანია Азимут-ი და Georgian Airways რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-ი აქვეყნებს. გამოცემა იმასაც წერს, რომ ფრენების დასაწყებად ქართულ მხარეს ფორმალობები აქვს მოსაგვარებელი.
RBC-ი წერს, რომ Азимут-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს -18 მაისიდან.
„18 მაისს, ან ცოტა მოგვიანებით. იმედი გვაქვს, უახლოეს 10 დღეში დავიწყებთ ფრენებს“, – უცხადებს RBC-ს Georgian Airways-ის ჯგუფის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილმა.
