ზურა, ელენე, მამუკა, ლევანი, გიგა, გოგიტა და თაკო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესაცვლელად.
“ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას.”- ნათქვამია პარტიების განცხადების ბოლო აბზაცში.
განცხადებას ხელს აწერენ ქვემოთ ჩამოთვლილი პარტიები:
„გირჩი-მეტი თავისუფლება“
„ელენე ხოშტარია – დროა“
„ლელო საქართველოსთვის“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ევროპული საქართველო“
,,კანონი და სამართალი”
