გიორგი გახარია ვერ გაბედავს! – სუბარი

695
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა.

„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება