მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი – ალეკო ელისაშვილი

728
წაკითხვა/ნახვა
mpn

მიხეილ სააკაშვილს ისეთი პასაჟები ჰქონდა, მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი”– განაცხადა პარტია “მოქალაქეები”-ს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგა ხანს ციხიდან ვერ გამოვა, როგორც ჩანს, ეს მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგჯერ მეშინოდა კიდეც გულწრფელად, მართლა ჯანმრთელად არის თუ არა ფსიქიკურად, ისეთი პასაჟები ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს,”– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება