Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ვოლოდიმერ ზელენსკის, BBC-მ და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებმა  „ევროვიზია 2023“-ის კონკურსის მსვლელობისას აუდიტორიისთვის მიმართვაზე უარი უთხრეს

მარშალ პრესი 12/05/2023
ვოლოდიმირ  ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკის, BBC-მ და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებმა  „ევროვიზია 2023“-ის კონკურსის მსვლელობისას აუდიტორიისთვის მიმართვაზე უარი უთხრეს.

გამოცემა Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას, 160 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ვიდეო მიმართვით გამოსულიყო და  რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა, კონკურსის ორგანიზატორებმა უარით უპასუხეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ ვიდეო მიმართვა კონკურსის პოლიტიზებას გამოიწვევდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU)  რომელიც 100-ზე მეტ მაუწყებელს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსის ერთ-ერთი ძირითადი წესი აპოლიტიკურობაა, შესაბამისად, ზელენსკის მოთხოვნა „ევროვიზიის“ კონკურსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“მუსიკალური კონკურსი “ევროვიზია” საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრ წესებს და პრინციპებს ექვემდებარება, რომელიც მისი შექმნის დროიდან იყო დაწესებული. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა. ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკური და მსგავსი სახის განცხადებების კეთებას  კრძალავს.“ – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Continue Reading

Previous: საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამარჯვებას კი არ ელოდება, არამედ ცდილობს, ყველანაირი მოსალოდნელი შედეგისთვის მოამზადოს ქვეყანა, რათა ის მინიმალური დანაკარგით ან სულაც უდანაკარგოდ გამოვიდეს შექმნილი მძიმე სიტუაციიდან
Next: ბოლოს ნაცმოძრაობის ლიდერები ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ – დავით ქართველიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025