გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს

209
წაკითხვა/ნახვა
mpn

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს.

გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ
და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას.

„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.

კომენტარები
mpn
მოწონება