ელგუჯა ცომაიამ სასამართლოს დაკითხვაზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სთხოვა

420
წაკითხვა/ნახვა
mpn

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულმა, ელგუჯა ცომაიამ სასამართლოს დაკითხვაზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სთხოვა.

როგორც ელგუჯა ცომაიამ აღნიშნა, მას ადრეც ჰქონდა ურთიერთობა გია ლორთქიფანიძესთან, რადგან გარკვეული პრობლემების მოგვარება სურდა უკრაინაში და ახლობლებმა მისი ტელეფონის ნომერი მისცეს.

„ერთ დღეს დამირეკა გია ლორთქიფანიძემ. მოვიდა ჩემთან და მითხრა, შევძლებდი თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადაყვანას. მეც ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ვინც მანდო, მადლობა მინდა, ვუთხრა. პორტის შესასვლელთან იყო ერთი ბენზინგასამართი სადგური და ვუთხარი, რომ იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო ბნელოდა, მე კაბინაში ვიჯექი არც ჩამოვსულვარ. ვნახე მანქანიდან ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. პორტში შესვლის დროს პასპორტი გამოვართვი, ის ავიდა ზევით საწოლზე, იქ არავითარი დასამალი არ არის, იქ საწოლია, ჩვეულებრივად შემოვედი გემზე. ჩვენ წამოვედით 27 სექტემბერს დილისკენ“, – განაცხადა ცომაიამ.

ამასთან, როგოც მან აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, რომ მიხეილ სააკაშვილი მის სახლში იყო.

„ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო, ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა. აქვე, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და პირადად დედამისს. ჩემი ბრალია, რომ ასეთ მდგომაროებაში მოხვდა, მაგრამ რა ვქნათ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს მე გადატანილი. ჰაერზე არ ვამბობ, ყველა საბუთებით მაქვს. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა, ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, შევძლებო რაღაც მოქმედებას, ეს იყო გია ლორთქიფანიძე. როგორ არ უნდა ვცე მაგას პატივი“, – განაცხადა ცომაიამ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 დეკემბერს

კომენტარები
mpn
მოწონება