Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა

მარშალ პრესი 11/05/2023
კობახიძე

ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პარტიისგან იმის მიუხედავად, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, მისი თქმით, მომავალში, ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებისთვის მმართველ პარტიას ორი კრიტერიუმი ექნება: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა.

„ჩვენთვის მიუღებელია ის ფსევდო-ლიბერალური მიმართულება, რომელიც დღეს უკვე ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ საქმიანობას – ადრე ეს ასე არ იყო, თანდათანობით უფრო მეტად იკვეთებოდა. მეორე არის ლოიალობა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ოჯახის წევრი, ევროპული პოლიტიკური პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, მათგან ელოდები მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2015 წლიდან ვართ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა, თქვენ თუ გაიხსენებთ რომელიმე ხმამაღალ განცხადებას?
გახსოვთ უამრავი განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მხრიდან. ისინი პირდაპირ კრიმინალებს უჭერენ მხარს, იმის გამო, რომ მართალია, ისინი კრიმინალები არიან, მაგრამ მათი პარტიის კრიმინალები არიან. ასეთ დროს, „ქართული ოცნება“ როდესაც არ იღებს არავითარ ხმამაღალ მხარდაჭერას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ანუ, ორი კრიტერიუმი გვექნება: ერთ არის ღირებულებითი თავსებადობა და მეორე – სათანადო პოლიტიკური ლოიალობა და მხარდაჭერა შესაბამისი ევროპული პარტიის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ შემთხვევაში არ გვქონდა. იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ამ ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები
Next: ხალხის ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დასავლეთის არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს საქართველოს მიმართ. მიზეზი მათშია და არა ჩვენში“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025