„დაფინანსება უწყდებოდათ – ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილზე

430
წაკითხვა/ნახვა
mpn

ალეკო ელისაშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსება უწყდებოდათ. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში განაცხადა.

„დაფინანსება უწყდებოდათ ახლა რომ არ შემოსულიყვნენ, ესაა და ეს“,

ელისაშვილის თქმითვე, ნათელაშვილის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსებაა.

„კანონი მივიღეთ ყველამ და მეც დავუჭირე მხარი, რომ პარტია თუ 6 თვის განმავლობაში არ შემოვიდოდა პარლამენტში, დაფინანსება შეუწყდებოდა. პირველი იანვრიდან შედიოდა ძალაში და იმიტომ თქვა – შევდივარო, რომ დაფინანსება შეუწყდებოდათ, თორემ ხალხი გაახსენდა თუ ქვეყანა. ეგ კი არა, გუშინ თქვა, ღარიბებს არჩევნებში მონაწილეობა ავუკრძალოთო. ახლა გაახსენდა ხალხი? ხო და ღარიბმა ადამიანებმაც და ყველამაც იცოდეს, რომ ერთადერთი, რაც აღელვებს, დაფინანსებაა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება