Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2023“ ჩატარდა

მარშალ პრესი 05/05/2023
344574295_646168177331010_7355901915305391829_n

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2023“ ჩატარდა. ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა დიდუბის რაიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს. ტურნირის გამარჯვებული გოგონებში 22-ე სკოლა გახდა, ხოლო ბიჭებში გამარჯვების მოპოვება 166-ე სკოლამ შეძლო.

შეჯიბრის მიმდინარეობისას ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები. საუკეთესო მოთამაშეები 130-ე სკოლის მოსწავლეები – მარიამ მაჭავარიანი და საბა მჭედლიძე გახდნენ, ხოლო ბომბარდირების სტატუსი 22-ე სკოლის მოსწავლე ნატალი თოფურიამ და 130-ე სკოლის მოსწავლე ლუკა ბარძემიშვილმა მოიპოვეს. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა

Post navigation

Previous: დაკავებულია დაცვის წევრი, რომელმაც ვერაზე, საპასუხო სროლის დროს მოკლა საბა გახოკია
Next: რუსი მდგმური, ძმაზე გაფორმებული მძარცველი ქოლ-ცენტრი, პოლიტიკური პარტნიორი რუბლოვნა ლიაკა ხოშტარია და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე კიდევ ხელისუფლებას აშიშვლებს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.