Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივში, 13 763 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო

მარშალ პრესი 11/05/2023
346060279_1354570685394176_8203382435007101458_n

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის, დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეხუთე კვარტლებში, ასევე, მიქელაძის, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარი 13 763 კვ.მ ფართობზე დაიგო.

სამუშაოები განხორციელდა: დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-9, მე-17 და მე-19 კორპუსებთან, მესამე კვარტლის მე-3, მე-14 და 36-ე კორპუსებთან. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-16, 22-ე და 23-ე კორპუსებთან, ასევე, მიქელაძის ქუჩის N14-სა და 18-ში, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩების N38-ში ასფალტის საფარი მოწესრიგდა. თითოეულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, განხორციელდა ამორტიზებული ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი, ამის შემდგომ კი, ასფალტის საფარი დაიგო როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარებზე. განხორციელებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 294 ლარი გამოიყო. დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის მოწყობის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.

Continue Reading

Previous: დაგვიწყნარდით, უკვე დიდი ხანია რუსეთიდან დაფინანსებულო ოპოზიციავ – ლალი მოროშკინა
Next: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025