Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველა თეთრი გაასაჯაროონ – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 10/05/2023
შალვა პაპუაშვილი

ყველა თეთრი გაასაჯაროონ, რომელსაც ისინი ხარჯავენ ან იღებენ, როგორც თავად ამ ყალბმა ენჯეომ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის პარტიის ლიდერების მიერ შექმნილი ყალბი ენჯეოები, რომლის ერთადერთი მიზანი უცხოური დაფინანსების მოზიდვაა. მისი თქმით, თუ ყველაფერი გამჭვირვალეა და არანაირი საჭიროება არ იყო კანონის მიღების, ახლა დაამტკიცონ, გამოვიდნენ და თავად გახადონ საჯარო ყველა შემოსავალი და გასავალი. ,

,თუ არაფერი აქვთ დასამალი, გაასაჯაროონ საკუთარი ხარჯები და შემოსავლები.

ასევე. იმ დონორებმაც, ვინც აფინანსებს ახალგაზრდების იარაღთან ურთიერთობას. გაასაჯაროონ ყველა თეთრი, რომელიც ამ ორგანიზაციაზე დახარჯული აქვთ. საუბარი ხომ იყო, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და სინამდვილეში არანაირი საჭიროება იყო კანონის მიღების, ახლა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. გამოვიდნენ და თავად გახადონ საჯარო ყველა შემოსავალი და გასავალი. ვნახოთ, რამდენად მზად არიან იმისთვის, რომ იყვნენ საჯარო საკუთარი საზოგადოების წინაშე. როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე. საქართველოში აკრძალულია პარტიული შემოწირულობის მიღება, რომელიც მოდის უცხო ქვეყნის წყაროდან. ამიტომ, ისტორიები, რაც ბოლო პერიოდში გვესმის – ჯერ იყო “დროას” ყალბი ენჯეო, ახლა არის “გირჩის” ყალბი ენჯეო, ასეთივე ყალბი ენჯეოები აქვს “ევროპულ საქართველოს”. ჩანს, რომ არის გარკვეული სქემა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ შეიფუთოს, თითქოს არის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება გრანტის სახით და სინამდვილეში, ხორციელდება პარტიების დაფინანსება. უმარტივესი კითხვაა – სემინარების თაობაზე ჯაფარიძე ამბობდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიწვია. ეს არის მისი პარტიული ლიდერების დაფუძნებული ენჯეო. რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა. ამ სემინარებისთვის იღებს თუ არა გასამრჯელოს და თუ იღებს და ეს გასამრჯელო მოედინება უცხო წყაროდან, ცხადია, რომ საქმე გვაქვს სქემასთან, სადაც პარტიული ლიდერებიც კი ხელფასს იღებენ უცხო ქვეყნის დაფინანსებიდან,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: უკაცრავად და 2019 წელს, პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი არ ჰქონდა? – გია აბაშიძე
Next: თუკი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლას ემსახურება, ამის პასუხი დასავლეთის მხრიდან ვადამდე ადრე კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.