Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება

მარშალ პრესი 10/05/2023
პუტინი ვ;ლადიმერ

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს აპირებენ დარჩენას.

ამავე განკარგულებით  უქმდება 2019 წელს, ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები.

Post navigation

Previous: ოპოზიციას არც რევოლუციის თავი აქვს და არც სცალია – ინგა გრიგოლია
Next: რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს – ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.