Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით

მარშალ პრესი 10/05/2023
შალვა პაპუაშვილი

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ „დროა“-ს, „ევროპულ საქართველოს“, სხვა პარტიების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია და იმართება ლიდერების მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება.

„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არაერთხელ ისაუბრა პარტნიორებთან, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისა და წახალისებისთვის.

„მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ მერე არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა. როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადასახდელის ფულით, ეს რა თქმა უნდა ძალიან შოკისმომგვრელია. კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ, მოვუწოდებ ამ ორგანიზაციებს, ჩახედონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, შემდეგ რომ არ იყოს საუბარი იმაზე, თითქოს ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: არ გამოვრიცხავ, რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში, ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს
Next: თუ კი საუკუნეების მანძილზე ერებისა და სახელმწიფოების მართვა ხდებოდა ძალმომრეობით, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, ახლა უფრო მარტივი და სტრატეგიული მეთოდი გამოიყენება – “აზროვნების სტერილიზაცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025