Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში

მარშალ პრესი 10/05/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.

როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.

„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა (პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური), რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობოების სპონსორია. პოლიტიკაში შემოწირულობების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან. გასაგებია, რომ რადიკალების დე ფაქტო ლიდერი, ყველაფერში ჩამრევი ელჩი დეგნანი “შეშფოთდება და აღშფოთდება”, თუმცა მან კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოს – სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სოციალ-დემოკრატების” ლიდერების განცხადება, დამაფიქრებელია, ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება – იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან
Next: არ გამოვრიცხავ, რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში, ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.