IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელების ხევაშენი – ნაქურდევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3კმ 670 მ ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1 079 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარე პროცესს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება