IMG.GE IMG.GE

„საქართველოში დესტაბილიზაცია იმ პოლიტიკურ ძალას აწყობს, ვინც ხედავს რომ არჩევნებში შანსი არ აქვს და მათი რეიტინგი კი არ იზრდება, არამედ იკლებს. გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ისინი ემზადებიან პირველი ნოემბრისთვის და 31 ოქტომბერი მათთვის დიდი მნიშვნელობის არ არის“, – ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„პირველი ნოემბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა დადონ ჩვენთვის პოზიტიური დასკვნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებაც ამიტომ ასრულებს ზედმიწევნით 8 მარტის შეთანხმებას, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდეს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარი არაა და გაუგებარია რამდენიმე პოლიტიკური ძალა მას მთელ დემოკრატიულ პროცესს რატომ აყოლებს.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაკვირია, რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ რატომ აიკვიატა რურუას თემა. რურუა ჩემი აზრით არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ის არის კრიმინალური წარსულის ადამიანი, რომელიც მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მას ძალიან მძიმე კრიმინალური წარსული აქვს. რამდენიმე ოჯახი მას მკვლელობაშიც ადანაშაულებს. პოლიტიკური პარტიები ამას ხელზე რატომ იხვევენ ეს ჩემთვის გაუგებარი და ასევე გაუგებარია, ამას გადააყოლო მთელი ეს დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ყველა ელოდება“, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში რ მონაწილეობდა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება