Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელი არც თქვენ ხართ – გია გაბრიჭიძე ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტს

მარშალ პრესი 09/05/2023
გია გაბრიჭიძე

„ევროპის შესახებ საკმაოდ “საინტერესო” ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო. უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ და ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ?“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

„ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი კეტი პირი – საქართველოს მოსახლეობის მხრიდან საჭიროა, რომ მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. მდააა, ევროპის შესახებ საკმაოდ “საინტერესო” ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს კარგად ვიცნობო და გვეუბნება მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო. უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ? ის, რომ რწმენა უარვყოთ? ის, რომ ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ? არ იცნობთ თქვენ ქალბატონო კეტი ქართველებს და ვისი “იდეებიც” ქართველი ხალხის სურვილი გგონიათ, ისინი ქართველები არ არიან. თქვენ წარმოიდგინეთ და არც ევროპელები.

ეგ კი არა და ევროპელი არც თქვენ ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილი ევროპა კონსერვატიულია. ნამდვილი ევროპა რწმენაზე, ოჯახზე და სამშობლოზეა დამყარებული და არა საქართველოს კონსერვატიული აზროვნების ხალხის, არამედ სწორედაც თქვენი და თქვენნაირების ადგილი არ არის ევროპაში“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრემიერისა და ვეტერანების ემოციური შეხვედრა (ვიდეო)
Next: კეტი პირმა სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით “დამოძღვრა” საქართველო – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.