„ნაცმოძრაობისგან“ მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს

970X90

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, რომ ქვეყანაში  დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მსგავსი განცხადებები უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებშიც.

„მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ამის ფონზე მუდმივი მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, ძალისმიერად, თუ არა ძალისმიერად, რაღაც შეკრებებზე მოლაპარაკებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და აურევენ ქვეყანას, რასაკვირველია, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკურად მათ უჭერს მხარს. სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი მოცემულობაა, ამ მოცემულობაში უნდა ვიცხოვროთ. ფაქტია, რომ ის ძალისხმევა, რასაც ხელისუფლება ეწევა, ნამდვილად ქმნის პერსპექტივას, რომ სამშვიდობოს გავიდეთ ამ ურთულეს პერიოდში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

970X90
გაზიარება