Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება – კეტი პირი

მარშალ პრესი 09/05/2023
კეტი პირი

„საჭიროა მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“– ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია.

„რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოსთან და ვიცი რამდენად პროევროპელია საქართველოს მოსახლეობა და ძალიან პოლარიზებულია საქართველოს პოლიტიკური გარემო. ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და იმედი მაქვს, რომ მმართველ პარტიაში დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მთავარ მიზნად აღიქვამენ.“- განაცხადა კეტი პირმა.

Post navigation

Previous: აი, კლასიკური მაგალითი როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა – დათო ნებიერიძეს “ხაბემ” და პეტრემ იმედები გაუცრუეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.