Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში

მარშალ პრესი 09/05/2023
ირაკლი ღარიბაშვილი7

თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას  არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია,   ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის თაობაზე იქნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში.

„ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას  არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე საქართველოს უნდა გადმოსცენ
Next: რა ბრალდებაზე ლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო – პრემიერი დავით კეზერაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.