Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 08/05/2023
001
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰელენა კარეირასს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
მთავრობის მეთაურმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის. დღეს გვაქვს მიზეზი გადავხედოთ შვედეთის წევრობას ამ კავშირში
Next: ნინო ლომჯარიას ყოფილი მოადგილე ამერიკის საელჩოში დასაქმდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025