Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიღაცა არახამიას ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი? ამას უნდა დავუხაროთ თავი? ეს შეურაცხმყოფელია!

მარშალ პრესი 08/05/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„რაც შეეხება დავით არახამიას, ვინ არის საერთოდ ეს პერსონა, რა ესაქმება ჩვენს საქმეებთან ამ ადამიანს? ერთადერთი, გვარი აქვს ქართული, დანარჩენი, წესით, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოსთან“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არახამიას დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელია და ამას ოპოზიციის წევრებიც არ უნდა ეგუებოდნენ.

„არახამია არის დანაშაულებრივი შუალედური რგოლი საქართველოს წინა ხელისუფლებასა და უკრაინის არსებულ ხელისუფლებას შორის. სხვა დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომლებმაც გაუგებარი რაღაცები ჩაიდინეს და რომ არა ჩვენი ძალისხმევა და ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია, დღეს, აქ, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი იქნებოდა.

მოვუსმინე არახამიას ინტერვიუს. თითქოს, მიხვდა, რომ ქართველი ხალხი სხვა პოზიციაზეა და ახლა უარყოფა დაიწყო – ვის უნდოდა ომიო. მისი კოლეგები ითხოვდნენ!

ვინ არის არახამია, რომ საქართველოში ერთ-ერთ არხზე ზის და გვესაუბრება, რომ თუ ნიკა გვარამია გათავისუფლდება, დაელაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკის და ის საქართველოში უკრაინის ელჩს გამოაგზავნის – ეს რა დამოკიდებულებაა? ასეთი ურთიერთობა გვინდა? ამით უნდათ ევროკავშირთან დაგვაკავშირონ? ეს არის ჯანსაღი პროცესი? ვიღაცა არახამიას ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი? ამას უნდა დავუხაროთ თავი და ეს უნდა შევირგოთ? ეს შეურაცხმყოფელია! იქით მხარეს ვინც არიან, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები – არც ერთს არ აქვთ ღირსება?! თუ მართლა იმ კრიმინალური ჯგუფის გულშემატკივრები არ არიან, როგორ არ უნდა შეწუხდნენ, რომ ეს ვიგინდარა საქართველოს ხელისუფლებას ასე ესაუბრება!

არახამია მადლიერებას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ და ხელისუფლებას ამუნათებს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი დევნილებისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს ჩვენი ბუნებაა, ქართველი ადამიანის და ამას ხვალაც გავაკეთებთ, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ამაში პირველი მოქმედი პირია. ეს იგივე გზავნილია, რასაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ამერიკის საელჩო აკეთებს – ხალხს და ხელისუფლებას რომ მიჯნავენ. ამას უნდა ვებრძოლოთ. ეს პრობლემაა.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ჩვენი რუსეთუმეები უკრაინაში, აღდგენით სამუშაოებზე უნდა გავყაროთ – ნენე დალაქიშვილი
Next: პარლამენტი საკუთარი პასუხისმგბლობით მოქმედებს და მის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ცესკო-ს შემთხვევაშიც პასუხისმგებლობით იმოქმედებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025